Monday, July 17, 2017

პროექტის რეფლექსია

ინტელის  ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ რომ პროექტებით სწავლებისას თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ინტერესები.პროექტები შესაძლებლობას იძლევა  მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, ასევე სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.

ერთერთი ნიმუში

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიო

Tuesday, July 11, 2017

მოსწავლის ნიმუში

  მასწავლებლის პოზიციიდან მოსწავლის ნიმუშის შექმნა დამეხმარება იმის გარკვევაში  თუ რა მხრივ დასჭირდება მოსწავლეს დახმარება, ასევე დავადგენ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ მოსწავლეები.
    მოსწავლის პოზიციიდან მე გადავწყვიტე მომემზადებინა პრეზენტაცია.პრეზენტაციის შექმნამდე მოსწავლემ წინასწარ უნდა დაგეგმოს თუ რა საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ანუ რა საკითხის გამოტანა სურს მას.

Tuesday, July 4, 2017

ჩემი იდეა

ვამზადებ პროექტს: ,,მსოფლიოს არქიტექტურული საოცრებები''.მოსწავლეები გაეცნობიან სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ დარგს არქიტექტურას,მსოფლიოს არქიტექტორულ ნამუშევრებს.გაიგებენ,თუ რატომ დაიწყეს ადამიანებმა პირველი ნაგებობების აგება.თვითონაც დახატავენ, დაგეგმავენ ბაღებს, პარკებს.იმსჯელებენ როგორც საკუთარ, ისე ამხანაგების ნამუშევრებზე.

Wednesday, June 28, 2017

პროექტის საკვანძო კითხვები

ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები მოსწავლეებს ეხმარება მასალის გააზრებაში, მათ უჩნდებათ სურვილი რაც შეიძლება მეტი კითხვები დასვან,მოსწავლეები დიდი ინტერესით ეძებენ კითხვებზე პასუხებს. ისინი ხედავენ მიღებული ცოდნის კავშირს სამყაროსთან, ეს მთავარია მათი დაინტერესებისათვის.

Tuesday, June 27, 2017

პროექტები

პროექტისას გამოიყენება შეფასების მრავალფეროვანი ფორმები, მოსწავლეებს უწევს თანამშრომლობა  სახელმწიფო მოხელეებთან. მოსწავლეები  მაქსიმალურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში რაც იწვევს მოტივაციის ამაღლებას.