Monday, July 17, 2017
პროექტის რეფლექსია
ინტელის ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ რომ პროექტებით სწავლებისას თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ინტერესები.პროექტები შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, ასევე სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.
Tuesday, July 11, 2017
მოსწავლის ნიმუში
მასწავლებლის პოზიციიდან მოსწავლის ნიმუშის შექმნა დამეხმარება იმის გარკვევაში თუ რა მხრივ დასჭირდება მოსწავლეს დახმარება, ასევე დავადგენ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ მოსწავლეები.
მოსწავლის პოზიციიდან მე გადავწყვიტე მომემზადებინა პრეზენტაცია.პრეზენტაციის შექმნამდე მოსწავლემ წინასწარ უნდა დაგეგმოს თუ რა საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ანუ რა საკითხის გამოტანა სურს მას.
მოსწავლის პოზიციიდან მე გადავწყვიტე მომემზადებინა პრეზენტაცია.პრეზენტაციის შექმნამდე მოსწავლემ წინასწარ უნდა დაგეგმოს თუ რა საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ანუ რა საკითხის გამოტანა სურს მას.
Tuesday, July 4, 2017
ჩემი იდეა
ვამზადებ პროექტს: ,,მსოფლიოს არქიტექტურული საოცრებები''.მოსწავლეები გაეცნობიან სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ დარგს არქიტექტურას,მსოფლიოს არქიტექტორულ ნამუშევრებს.გაიგებენ,თუ რატომ დაიწყეს ადამიანებმა პირველი ნაგებობების აგება.თვითონაც დახატავენ, დაგეგმავენ ბაღებს, პარკებს.იმსჯელებენ როგორც საკუთარ, ისე ამხანაგების ნამუშევრებზე.
Wednesday, June 28, 2017
პროექტის საკვანძო კითხვები
ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები მოსწავლეებს ეხმარება მასალის გააზრებაში, მათ უჩნდებათ სურვილი რაც შეიძლება მეტი კითხვები დასვან,მოსწავლეები დიდი ინტერესით ეძებენ კითხვებზე პასუხებს. ისინი ხედავენ მიღებული ცოდნის კავშირს სამყაროსთან, ეს მთავარია მათი დაინტერესებისათვის.
Tuesday, June 27, 2017
პროექტები
•პროექტისას გამოიყენება შეფასების
მრავალფეროვანი ფორმები, მოსწავლეებს უწევს თანამშრომლობა სახელმწიფო მოხელეებთან. მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ჩართულები სასწავლო
პროცესში რაც იწვევს მოტივაციის ამაღლებას.
Subscribe to:
Posts (Atom)